12:35 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 14:30:55, 379 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მადლობა თითოეულ პოლიციელს, რომლებმაც ძალადობა პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს

საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და 2012 წლიდან, ამ ქვეყანაში ყველას აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება, თუმცა, სამწუხაროდ, გუშინდელი პროტესტი ძალიან მალე გასცდა მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებს და მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

კობახიძემ მადლობა გადაუხადა პოლიციას, რომელმაც მისი შეფასებით, „ძალადობა პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთა“.

„აშკარაა, რომ ეს ძალადობრივი დაჯგუფებები ძალადობისთვის დეკემბრის მეორე ნახევრისთვის ემზადებოდნენ, თუმცა, მათ ამ შემთხვევაშიც დავასწარით და დასაგროვებელი რესურსი აქაც წინასწარ გავანიავებინეთ. მომიტინგეების ძალადობის შედეგად, დაშავდა 32 პოლიციელი, საიდანაც 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სამწუხაროა, რომ ასევე ამ ძალადობის შედეგი იყო მშვიდობიანი მომიტინგეების დაზიანებაც, მათ შორის ჟურნალისტების დაზიანებაც, რაც უკიდურესად სამწუხაროა.

მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლებმაც პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს ძალადობა და დაამყარეს წესრიგი რუსთაველის გამზირზე. ყველას მინდა შევახსენო, რომ ყველა კანონდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი",- თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.

კობახიძის აღნიშნული განცხადების შემდეგ, საქართველოს დედაქალაქი და სხვა დიდი ქალაქები საპროტესტო აქციებმა მოიცვა.

თბილისში მოქალაქეები თავდაპირველად „ქართული ოცნების“ ოფისთან, შემდეგ კი, პარლამენტთან შეიკრიბნენ.

რუსთაველის გამზირზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. თავდაპირველად, მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის იყო როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. მალევე, წყლის ჭავლის გამოყენება და მომიტინგეების დაშლა დაიწყეს.

დაშავდა ათობით ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები: ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა, „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, „TV პირველის“ ჟურნალისტი ანა მდივანი და ოპერატორი ნიკო კოკაია და ა.შ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციამ აქციაზე 43 პირი დააკავა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics