13:55 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 13:34:42, 317 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე - თუ რეალურად უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, აქ არ ვართ? - გახსნან

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებები თავად შეწყვიტა და ხელისუფლების გუშინდელ გადაწყვეტილებაში გასაკვირი არაფერია“. 

ამის შესახებ მან საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა. 

„ჩვენ ევროკავშირის ელჩი დაგვამახსოვრდა არჩევნებში პირდაპირი ჩარევით. ევროკავშირის ელჩი არ იყო, რომელიც პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ შეჩერებულია მოლაპარაკებების გახსნის პროცესიო? გუშინდელი განცხადება რატომ გახდა პრობლემა, თუ მოლაპარაკებები შეჩერებული იყო დღემდე, არ მესმის. მართლა ვამბობ, თუ რეალურად უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, აქ არ ვართ? - გახსნან. რა არის პრობლემა ამაში? ხომ ამბობენ, რომ რუსულ საქმეს ვაკეთებთ? გახსნან მოლაპარაკება და ჩვენ არ დავეთანხმოთ, ეს ხომ რუსული საქმე იქნება? აბა, სინჯონ, გააკეთონ. გადადგან ნაბიჯი და გახსნან მოლაპარაკება. ევროკავშირშიც მიგვიღონ, აბა“,- განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე შეფასებით, „რადიკალურ ოპოზიციას მოუწევს, შეეგუოს აზრს, რომ პირველ რიგში საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებია“. 

„თქვენ, კოლექტიურ რადიკალებს მოგიწევთ ერთ რამეზე შეგუება, რაც ძალიან მძიმეა თქვენთვის - საქართველო არ არის ტერიტორია. საქართველო არის ჩვენი სამშობლო, სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ. ჩვენი სამშობლო უპირველეს ყოვლისა. მოგიწევთ ამაზე შეგუება“,- აღნიშნა თბილისის მერმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics