15:20 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-28 21:34:19, 344 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - მე ვარ ერთადერთი, რომელსაც აქვს უფლება, დაელაპარაკოს მსოფლიოს საზოგადოების სახელით და მე ამას ვაპირებ

მე ვარ ერთადერთი, რომელსაც აქვს უფლება, დაელაპარაკოს მსოფლიოს ჩვენი საზოგადოების სახელით და მე ამას ვაპირებ,- ამის შესახებ საქართვლოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, საჭიროა კოორდინირებულად მიღებული გონივრული გადაწყვეტილებები.

„გვჭირდება დღეს გონივრული გადაწყვეტილებები, კოორდინირებულად მიღებული. ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე. მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი დღეს ამ ქვეყანაში; მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ამ ქვეყნის; მე ვარ ერთადერთი, რომელსაც აქვს უფლება, დაელაპარაკოს მსოფლიოს ჩვენი საზოგადოების სახელით და მე ამას ვაპირებ. ბოლომდე ვიდგები აქ - თქვენთან და საზოგადოებასთან ერთად!“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics