16:51 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-28 00:43:23, 404 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: იქნება პარლამენტში ოპოზიცია, თუ არ იქნება, ამას აქვს ზუსტად ერთნაირი, ნულოვანი ფასი

იქნება პარლამენტში ოპოზიცია, თუ არ იქნება, ამას აქვს ზუსტად ერთნაირი, ნულოვანი ფასი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში.

მისივე თქმით, ჯერ არ ყოფილა გუნდში მსჯელობა მანდატების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით.

„ჯერ არ გვიმსჯელია ჩვენ ამ საკითხზე. გახსოვთ, რომ 4 წლის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მანდატების არშეწყვეტასთან დაკავშირებით. ამაზე გამოდიოდნენ მაშინ ის ე.წ. „ტოპ-ტვინები“, რომლებიც დღეს აცხადებენ, რომ პარლამენტის მხრიდან მანდატების ლეგიტიმაციის ცნობა არ იყო კონსტიტუციური, და იგივე „ტოპ-ტვინები“, ე.წ. კონსტიტუციონალისტები აცხადებდნენ, რომ პარლამენტის მხრიდან ამ დეპუტატებისთვის მანდატების არშეწყვეტა იყო არაკონსტიტუციური. თუმცა, საბოლოო ჯამში მოხდა ის, რომ, სწორედ, ამ ჩვენი გადაწყვეტილებით ისარგებლა ოპოზიციამ, როდესაც შემოვიდა პარლამენტში და 3.5 წელიწადი, სწორედ, ჩვენი ე.წ. „არაკონსტიტუციური“ გადაწყვეტილების წყალობით სარგებლობდნენ საკუთარი საპარლამენტო მანდატებით, იღებდნენ ხელფასებს, მათ შორის, ამ 6 თვის განაცდურიც მოითხოვეს და ეს ხელფასებიც ბოლომდე აიღეს, ეს იყო მაშინდელი გადაწყვეტილება, მაშინ არ შევუწყვიტეთ მათ მანდატები. ჯერჯერობით არ გვიმსჯელია ამ საკითხზე, შემოვიდა 20 განაცხადი, დაანონსებულია ხვალაც განაცხადების შეტანა, დაველოდებით, ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო, საშუალება გვაქვს, რომ 2 კვირაში კენჭი ვუყაროთ ამ საკითხს, მანამდე, ბუნებრივია, მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. იქნება პარლამენტში ოპოზიცია, თუ არ იქნება, ამას აქვს ზუსტად ერთნაირი, ნულოვანი ფასი. გახსოვთ, წინა 4 წლის განმავლობაში ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში, მაგრამ ამით მაინც არ შეწყვეტილა ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტების დელეგიტიმაციის მცდელობა, პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა, ისინი ერთნაირად აგრძელებდნენ ქუჩისა და დარბაზის გამოყენებას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics