20:23 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-25 19:09:09, 376 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია, ძალიან მეცოდებიან, მეცოდება პირველ რიგში კობახიძე - ვიდეო

გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია, ძალიან მეცოდებიან, მეცოდება პირველ რიგში კობახიძე - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი კადრები და შევა ისტორიაში როგორც სამარცხვინო კადრი ერთი მეორეს მისალმების თუ დაჩუქების.

„მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა და ყველას უნდა გტკიოდეს გული რადგან, დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია, ძალიან მეცოდებიან, მეცოდება პირველ რიგში კობახიძე როგორც ამ კონსტიტუციის დამწერმა როგორც ჩანს რაღაცები ვერ გათვალა თორემ არ დასჭირდებოდა რომ თავზე დაიხია კონსტიტუცია. მეცოდებიან, ყველა ეს პარლამენტარები რომლებიც დღეს იჯდენ გაყინული სახეებით, თავადაც იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგით ამ სკამებზე.  მათ იციან, რომ იქნებიან რამოდენიმე თვით თუ რამოდენიმე კვირით ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც მათ არანარი უფლება არ გააჩნიათ.

 მეცოდება ის საქართველო  სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც დღეს ჩვენ ვნახეთ, კადრები რომელიც ნამდვილად სამარცხვინო არის და შევა ისტორიაში როგორც სამარცხვინო კადრი ერთი მეორეს მისალმების თუ დაჩუქების.

 სამაგიეროდ არ მეცოდებით თქვენ არ მეცოდება ჩვენი საზოგადოება რომელიც დგას იქ სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა რამე თუ მომავალი მათ ხელში არის.“ - განაცხადა საქართველოს პრეზდენტმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics