20:22 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-25 15:42:11, 371 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები პროტესტს აგრძელებენ - ოპოზიციონერი ლიდერები არ ჩანან

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეების პროტესტი კვლავ მიმდინარეობს, თუმცა ოპოზიციონერი ლიდერები არ ჩანან.

მას შემდეგ, რაც მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს, მოქალაქეებმა პარლამენტის ჯებირთან გადაინაცვლეს, სადაც პროტესტის ნიშნად ბლაგვ საგნებს რჯინის ჯებირებს ურტყამდნენ.

გარდა ამისა, მოქალაქეებმა პარლამენტის შენობას შავად შეფერილი კვერცხები ესროლეს.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები პროტესტს კვლავ აგრძელებენ, თუმცა ბევრმა მათგანმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.

უკვე 2 საათზე მეტია, რაც ოპოზიციონერ ლიდერებს მოქალაქეებისთვის სიტყვით არ მიუმართავთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics