|
2024-10-28 14:08:23, 457 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - მინდა მხარი დავუჭირო ეროვნული ბანკის პასუხისმგებლიან პოლიტიკას, ლარის კურსი შეინარჩუნებს სტაბილურ ნიშნულს
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ეროვნული ბანკის ბოლო პერიოდის პოლიტიკას სავალუტო რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, “არჩევნები მკაფიო სიგნალი იყო, რომ ქვეყანაში შემდეგ პერიოდში ეკონომიკური სტაბილურობა იქნება“. “სრულად მინდა მხარი დავუჭირო ეროვნული ბანკის ამ პასუხისმგებლიან პოლიტიკას. არჩევნებით ძალიან დიდი სიცხადე შემოვიდა, ქართველმა ხალხმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა - მოსახლეობამ მანდატი მისცა ხელისუფლებას, არჩევანი გაკეთდა, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი, მკაფიო სიგნალი იმისთვის, რომ ქვეყანაში შემდეგ პერიოდში გვექნება სტაბილურობა, რომელიც ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“,- განაცხადა დავითაშვილმა. რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიდგომებს, პირველი ვიცე-პრემიერი მათ პასუხისმგებლიან პოლიტიკას უწოდებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს, რადგან, მისი შეფასებით, ისინი აუცილებელი იყო ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში ყველაზე მეტად იდგა ამის საჭიროება. ამასთან, მისი განმარტებით, სავალუტო რეზერვები ეროვნული ბანკის მიერ სრულიად მიზნობრივად იქნა დახარჯული და ლარის კურსი სტაბილურ ნიშნულს შეინარჩუნებს. “იყო ბუნდოვანების თუ გაურკვევლობის წნეხი არჩევანის გაკეთებამდე, არჩევანის გაკეთების შემდეგ კი ეს წნეხი მოიხსნა - პირიქით, იქნება სიცხადე და აბსოლუტურად დადებითი ტენდენციები. ეროვნული ბანკის რეზერვების ფუნქცია სწორედ ასეთი როლის შესრულებაა - რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა ისეთი შოკების და გამოწვევების დროს, როგორიც ჩვენ გვქონდა. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური, სხვადასხვა ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, მაგრამ მიზეზის მიუხედავად, ზუსტად ამისთვის უნდა გამოიყენო რეზერვები, რომ საბოლოოდ, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის სტაბილური განვითარება შევინარჩუნოთ და უზრუნველვყოთ, და ასეც არის. ასე რომ, შემდეგ პერიოდში ჩვენ უკვე დავინახავთ ამ კუთხით წნეხის მოხსნას, ლარის კურსი შეინარჩუნებს სტაბილურ ნიშნულს, რადგან ყველა სხვა პარამეტრი, რაზეც ეროვნული ბანკიც საუბრობდა, ჩვენს ეკონომიკაში ჯანსაღია და ის კიდევ უფრო კარგი ტემპით გააგრძელებს წინსვლას“,- განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. რაც შეეხება უახლოეს თვეებში ეკონომიკური ზრდის პროგნოზს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხაზგასმით აცხადებს, რომ მისი მოლოდინით და პროგნოზით წლის ბოლო კვარტალი ერთ-ერთი კარგი იქნება. როგორც ის აღნიშნავს, წლის მიმდინარე შედეგები ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა და საბოლოოდ, 2024 წელი მაღალ ეკონომიკურ ნიშნულზე და სტაბილურად დასრულდება.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)