|
2024-10-22 11:47:14, 348 ნახვა
საზოგადოება
შსს - ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიების და ქვეკატეგორიების წრე გაფართოვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივ ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, გაფართოვდა იმ სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიების/ქვეკატეგორიების წრე, რომელთა მართვისათვის ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს აღარ ექნებათ დამაბრკოლებელი გარემოება. „მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს „AM“, „A“, „B“, „BE“ კატეგორიებისა და „A1“, „A2“, „B1“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ. "გამოცდაზე გასვლის საფუძველი არ იქნება ოპერაციული ჩარევა, პროთეზირება, კორექცია ან სხვა რაიმე გზით დამატებითი ფუნქციონალური შედეგების მიღწევა. აღნიშნული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში ექნება უფლება, მართოს დასახელებული კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები. ბრძანებაში ცვლილების შეტანამდე, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს „AM“ და „A1“ კატეგორია/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ენიჭებოდათ, ხოლო, „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლის უფლება მხოლოდ გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ჰქონდათ. ერთობლივი ბრძანების პროექტის მომზადებისას გაზიარებულ იქნა ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება, ასევე, „მართვის მოწმობების შესახებ“ ევროპული პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 20 დეკემბრის დირექტივის მიდგომა, რომელიც არ ითვალისწინებს სმენის დაქვეითების შემთხვევაში რაიმე შეზღუდვის ან აკრძალვის დაწესებას „AM“, „A“, „B“, „BE“ კატეგორიებისა და „A1“, „A2“, „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის. აღსანიშნავია, რომ ერთობლივი ბრძანების პროექტის მომზადებისას, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის - ფაზა II“ ფარგლებში, განხორციელდა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის აღების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)