17:20 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-18 10:16:07, 286 ნახვა

საზოგადოება
პროექტი „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში - ფაზა II“ დასრულდა

ადიგენის მუნიციპალიტეტში პროექტი - „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში - ფაზა II“ შეაჯამეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტი სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რისთვისაც 2023-2024 წლებში, ჯამში, 563 540 ევრო დაიხარჯა.

"პროექტი ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) და სლოვენიური კომპანიების კონსორციუმმა განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ მხარეები პროექტის მესამე ფაზის საპროექტო განაცხადზე გააგრძელებენ მუშაობას, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2025 წლიდან განხორციელდება.

სლოვენიის დელეგაციის წარმომადგენლები პროექტის პირველი და მეორე ფაზის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში, სოფელ მოხეში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, ხოლო სოფელ კეხოვანში 5 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო-სამეურნეო გზა მოეწყო; ადგილობრივი მოსახლეობის, სლოვენიელი მოხალისეებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მონაწილეობით, სოფელ ნაქურდევში, საზაფხულო ბანაკების ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. გარდა აღნიშნულისა, პროექტის ფარგლებში არაერთი ღონისძიება განხორციელდა შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით: ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლებმა სხვადასხვა თემატიკის სასწავლო კურსები გაიარეს; სოფელ ჩორჩანას საქმიან ეზოში ტყეში უსაფრთხო მუშაობის, თანამედროვე ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენების დემონსტრირება გაიმართა",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics