|
2024-10-17 13:15:47, 373 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი - სოფლის მეურნეობაში ინოვაციების დანერგვა დარგის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) დანერგვაზე სახელმწიფო, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. მინისტრის მოადგილემ ყურადღება მწარმოებლებსა და სამეცნიერო სექტორს შორის კავშირის გაძლიერებაზე, აგრარული განათლების ერთიანი სისტემის შექმნაში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ქვეყნისთვის მორგებული მოდელის შემუშავებაზე გაამახვილა. „AKIS-ი სოფლის მეურნეობის მართვის მოდელია, რომელიც ცოდნაზე, ინოვაციებსა და განათლებაზეა დაფუძნებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვისწავლოთ, როგორ მოვახდინოთ მეცნიერული ინოვაციების დანერგვა სოფლის მეურნეობაში. არსებობს ბევრი კვლევითი ნაშრომი, რომელიც პრაქტიკაში არ არის გამოყენებული. საქართველოში ამ პროექტის დანერგვით მოხდება ევროკავშირის დირექტივის შესრულება და ევროკავშირის მართვის მოდელთან ადაპტირება“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) მიზანი სოფლად და სოფლის მეურნეობაში ცოდნისა და ინოვაციების სისტემების გაძლიერების გზით მეტი, უკეთესი ხარისხის და ეკომეგობრული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაა. AKIS-ის ჩამოყალიბება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით მიმდინარეობს. „საქართველო სასოფლო-სამეურნეო ტრადიციების და კულტურის ქვეყანაა. ძლიერი კვლევებისა და ინოვაციების გარეშე ვერ შეიქმნებოდა ის 500-ზე მეტი ვაზის ჯიში, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. მიუხედავად ამ ტრადიციებისა, საქართველო არ არის სურსათით თვითუზრუნველყოფილი; საჭიროა ახალი კულტურების და ჯიშების გამოყვანა და, რაც მთავარია, მათი საბაზრო მოთხოვნებზე მორგება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი აგრარულ სფეროში განათლების და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა“, - განაცხადა SDC-ის ეკონომიკური პროგრამების კოორდინატორმა, ბექა თაგაურმა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის, შესაბამისი სამინისტროების და მასში შემავალი უწყებების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, კოლეჯების, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
FT: ტრამპის მეგობარი რუსულ „ნოვატეკს“ დაეხმარა ალასკაში სტრატეგიული თხევადი ბუნებრივი აირის პროექტის მშენებელ ამერიკულ კომპანიაზე კონტროლის მოპოვებაში
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)