|
2024-10-13 12:42:49, 387 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ADB-სთან ერთად, შლამის მდგრადი მართვისა და ხელახალი გამოყენების სტრატეგიის შემუშავება იწყება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად, საქართველოში შლამის მდგრადი მართვისა და ხელახალი გამოყენების სტრატეგიის შემუშავებას იწყებს. პროექტს იტალიური კომპანია IDROSTUDI SRL განახორციელებს და მასში საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან ჩართულები. აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროექტის ძირითადი საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა აზიის განვითარების ბანკის და კომპანიის IDROSTUDI SRL წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. ერთწლიანი პროექტის მთავარი მიზანი საქართველოში შლამის მართვის გეგმის შემუშავება და საქართველოს პირობებზე მორგებული საპილოტე პროგრამის განხორციელებაა. პროექტი 4 ძირითად ამოცანას მოიცავს: არსებული მდგომარეობის შესწავლა და ამის გათვალისწინებით შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა; საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით საკანონმდებლო ბაზის ფორმირება; სახელმწიფო და კერძო სექტორთან ერთად სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართვა და მათი გადამზადება და შერჩეულ მუნიციპალიტეტებში საპილოტე პროექტების შემუშავება. „იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოში იმატა შლამის რაოდენობამ და შეიქმნა ახალი გამწმენდი ნაგებობები, საჭიროა შლამის მართვის ღონისძიებების გატარება. ჩვენი ქვეყნისთვის შლამის მართვა და რეციკლირება სიახლეა და ამ მიმართულებით სახელმწიფო და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია”,- აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)