18:45 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-13 12:17:20, 283 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ მუხიანში ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, კერძოდ მუხიანში, კიდევ ერთი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. 

დასრულებული პროექტი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა. 

„გავაშენეთ ახალი პარკი მუხიანში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. აქაურობა ცუდ მდგომარეობაში იყო, დღეს კი, ასეთი ლამაზი სივრცე გვაქვს. გულს უხარია აქ მოსვლა, რადგან ყველაფერი მოწესრიგებული და გალამაზებულია. ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემები, განათების ქსელი. ყველა თაობის ადამიანისთვის შექმნილია შესაბამისი სივრცე და ყველას შეუძლია მოვიდეს, დაისვენოს, გაერთოს. მოწყობილია საბავშვო ზონებიც. მიხარია, რომ ამ რაიონში ასეთი მნიშვნელოვანი პარკის პროექტი განვახორციელეთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

მუხიანში, IV ბ მ/რ-ში, N33 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერს, 9 000 კვ.მ ტერიტორია შეემატა, რითაც გაიზარდა რეკრეაციული სივრცე. ამჟამად, სკვერი 16 331 კვ. მ ფართობზეა განთავსებული. 

სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, განათებისა და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები, ასევე, შადრევანი მოეწყო. ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები: ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგო 701 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 10 200 კვ. მ ფართობზე დაითესა ბალახი.

დედაქალაქის მერთან ერთად, ახლად რეაბილიტირებული სკვერი გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ტოგონიძემ, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კალაძემ, თბილისის საკრებულოს წევრებმა - კონსტანტინე ზარნაძემ, შალვა ოგბაიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ დაათვალიერეს. 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics