20:20 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-11 14:14:58, 283 ნახვა

საზოგადოება
ასათიანის N50-ში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი გაიხსნა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, მთაწმინდის რაიონში, ლადო ასათიანის N50-ში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი გახსნა.

როგორც მერმა აღნიშნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობისთვის მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია.

“მთაწმინდის რაიონში მულტიფუნქციური ცენტრი გავხსენით. ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან აქ, ასათიანის ქუჩაზე ისტორიულად მდებარეობდა საკალათბურთო დარბაზი. თავდაპირველად გვინდოდა მისი რეაბილიტაცია, თუმცა იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, გადავწყვიტეთ მისი სრული დემონტაჟი და ავაშენეთ ახალი შენობა, სადაც განთავსებულია საკალათბურთო და საფეხბურთო მოედანი, ასევე, ფიტნეს სივრცე გასახდელებითა და საშხაპეებით. ცენტრი ყოველმხრივ კეთილმოწყობილია და რამდენიმე დღეში სრულად დაიწყებს ფუნქციონირებას. გარდა ამისა, როგორც იცით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მულტიფუნქციური სივრცეები გარკვეული დროის განმავლობაში გავხადოთ უფასო საპენსიო ასაკის მოქალაქეებისთვის. აღნიშნული ცენტრიც ამ პროგრამაში ჩართული იქნება. ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობისთვის მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია. მთაწმინდა გამოირჩევა ტერიტორიის და სივრცის ნაკლებობით და რა შესაძლებლობებიც მოგვცა აღნიშნულმა ფართმა, მაქსიმუმი გავაკეთეთ, რათა ეს ულამაზესი სივრცე შეგვექმნა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცენტრში განთავსებულია სპორტული დარბაზი კალათბურთისა და ფრენბურთისთვის, ასევე, სატრენაჟორო დარბაზი, საშხაპეები და გასახდელები. არსებული ცენტრი მოემსახურება 500-მდე მოზარდს კალათბურთის და ფრენბურთის მიმართულებით, ხოლო სატრენაჟორო დარბაზი გათვლილია 300-მდე ადამიანზე. ცენტრს ეტაპობრივად   დაემატება  სხვა პროგრამებიც.

მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის გასხნას, დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, საქართველოს პარლამენტისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.  

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics