20:22 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-10 14:47:27, 346 ნახვა

საზოგადოება
„ენგურჰესი“ - განცხადება თანამშრომლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ სრული სიცრუე და დეზინფორმაციაა

შპს „ენგურჰესი" პირადობის მოწმობების ჩამორთმევასა და ენგურის ხიდის დაკეტვასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის განცხადებას ეხმაურება და მას ცილისმწამებლურს უწოდებს.

როგორც შპს „ენგურჰესის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, წითლიძე ატარებს მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც „ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიასა და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის განცხადებას, რომელიც შპს „ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიასა და შპს „ენგურჰესის" დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელებაა.

შესაბამისად, ანა წითლიძის ცილისმწამებლური ბრალდებების რიტორიკაც არჩევნებიდან არჩევნებამდე უცვლელია.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ გავრცელებული განცხადება „ენგურჰესის" თანამშრომლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია! ის უტიფრად იტყუება, როდესაც მსგავს „ფაქტზე" საუბრობს, რადგან ასეთი რამ არასდროს მომხდარა და შესაბამისად, ვერანაირი „მტკიცებულება" ფიზიკურად ვერ იარსებებს.

რაც შეეხება მეორე, კიდევ უფრო მძიმე და ცილისმწამებლურ ბრალდებას - ენგურის ხიდის დაკეტვასთან დაკავშირებით რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკების შესახებ, ეს „ინფორმაციაც" ასევე სრულიად აბსურდული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ანა წითლიძე ატარებს მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც არა მარტო ლევან მებონიას, არამედ შპს „ენგურჰესისა "და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ასეთივე ცილისმწამებლური განცხადებებით ის წინა წლებშიც გამოირჩეოდა.

აქედან გამომდინარე, ვიტოვებთ უფლებას, შემდგომი რეაგირებისთვის მივმართოთ შესაბამის ორგანოებს, რათა მსგავსი განცხადებები სათანადოდ იქნას გამოძიებული და სამართლებრივი პასუხი გაეცეს",- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, 10 ოქტომბერს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ თქვა, რომ არსებობს „მტკიცებულებები, თუ როგორ ავალებს „ენგურჰესის" დირექტორი ლევან მებონია დევნილებს პირადობის მოწმობების ჩაბარებას და როგორ აწარმოებს მოლაპარაკებას ოკუპანტებთან, ენგურის ხიდის ჩაკეტვის თაობაზე".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics