|
2024-10-10 12:19:59, 370 ნახვა
საზოგადოება
ონში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა იოსებ ჭელიძემ და ალექსანდრე დარახველიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან თემურ მღებრიშვილთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ ონში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობა გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. "ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღჭურვილია უახლესი ინვენტარით. თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები, სპეციალური სავარჯიშო სივრცე, სასწავლო ოთახი და სპორტული დარბაზი. შენობაში განთავსდა ოპერატიული მართვის ცენტრიც, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, რაჭის რეგიონში, შემოსული შეტყობინებების მონიტორინგი და შესაბამის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან გადანაწილება განხორციელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობის ეზოში სახანძრო-სამაშველო ტექნიკისთვის სპეციალური ავტოსადგომი მოეწყო, შენობის სახურავზე კი მზის ენერგიის პანელები დამონტაჟდა. ახალი შენობა, ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის",- ნათქვამია ინფორმაციაში.
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)