|
2024-10-08 20:28:06, 428 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - ევროპარლამენტი მკაფიო გზავნილს უგზავნის ივანიშვილს - EU-ში გაწევრიანება მათ პოლიტიკასთან შეუსაბამოა
ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო გზავნილს უგზავნის ბიძინა ივანიშვილს და მის თანამოაზრეებს „ქართული ოცნებიდან“, ევროკავშირში გაწევრიანება მათ პოლიტიკასთან შეუსაბამოა,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატების დროს განაცხადა. მისივე თქმით, “არ შეიძლება, ერთდროულად იყო პროევროპელი და პრორუსი, არ შეიძლება, მხარს უჭერდე ცხოვრების ევროპულ სტილს და ადიდებდე სტალინს ერთდროულად”. “ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება მომავალ არჩევნებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არჩევნების ჩატარება სრულად უნდა იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. „ქართული ოცნება“ თუ გააგრძელებს ლუკაშენკოს გზაზე სიარულს, მაშინ ევროკავშირს მოუწევს, იმოქმედოს და გადააფასოს საქართველოს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ჩათვლით. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ. საქართველოს მთავრობა სრულად უნდა იყოს პასუხისმგებელი ნებისმიერ ზიანზე, რომელიც სააკაშვილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ეხება. საქართველოს მომავლის შესახებ გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ხელშია. ძვირფასო ქართველებო, არავინ შეიძლება იყოს მეტად პასუხისმგებელი საქართველოს მომავალზე, ვიდრე თქვენ თვითონ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხალხი იპოვის გზას უკან დემოკრატიული ევროპული ოჯახისკენ”,- განაცხადა იუკნევიჩიენემ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)