|
2024-10-08 12:34:55, 369 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე - არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციის რადიკალური ფრთის დღის წესრიგი საერთაშორისო პარტნიორებში მცდარი აღქმების შექმნაა
არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი საზოგადოებისთვის უფრო ნათელი ხდება, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთის და მათთან დაკავშირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებებისთვის მთავარი დღის წესრიგი საზოგადოებაში და საერთაშორისო პარტნიორებში მცდარი აღქმების შექმნაა, რისთვისაც ისინი ყველა ფორმის მანიპულაციას ეწევიან,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი თქმით, “გრძელდება ე.წ. მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ “ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ განხორციელებული წინასაარჩევნო დარღვევების იგნორირება მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებსა და განცხადებებში, რაც მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ არწმუნებს იმაში, რომ მიზანმიმართული კამპანია ამზადებს საზოგადოებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების განწყობებს არჩევნების არასწორი შეფასებისთვის“. “გრძელდება ე.წ. მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მმართველი გუნდის საწინააღმდეგოდ განხორციელებული წინასაარჩევნო დარღვევების იგნორირება მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებსა და განცხადებებში. ეს ყოველივე კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მიზანმიმართული კამპანია ამზადებს საზოგადოებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების განწყობებს არჩევნების არასწორი შეფასებისთვის. ამის საპასუხოდ, მმართველი გუნდი აგრძელებს მშვიდობიან წინასაარჩევნო კამპანიას და მუდმივ კომუნიკაციაშია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან. აქვე გაცნობებთ, რომ უფრო მოცულობითი, დეტალური ანგარიში 16 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გამოვლენილ წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით ტრადიციულად ატვირთულია “ქართული ოცნების“ “ფეისბუქ“ გვერდზე. რა თქმა უნდა, ეს ანგარიში, მისი ქართული და ინგლისურენოვანი ვერსიები, დაეგზავნება დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო დამკვირვებლებს და ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებულია საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით და მათ ეს ინფორმაცია დეტალურად მიეწოდებათ“,- განაცხადა მიქანაძემ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)