03:59 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 12:15:26, 309 ნახვა

პოლიტიკა
მიქანაძე - „მთავარმა“, „ტვ-პირველმა“ და „ფორმულამ“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარი განაცხადეს, რაც სამართალდარღვევაა

18 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ “ბი ემ ჯი“-მ პოლიტიკური სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამა ეთერში კანონდარღვევით განათავსა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, უფასო პოლიტიკური რეკლამა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სათემო მაუწყებელმა ან საერთო ეროვნულმა საეთერო მაუწყებელმა უნდა განათავსოს, ხოლო რადგან “ბი ემ ჯი“ არცერთ ზემოთ ჩამოთვლილს არ წარმოადგენს, მას ეკრძალება საარჩევნო სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის დროის დათმობა.

მიქანაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა “მთავარის“, “ტვ პირველის“ და “ფორმულას“ ერთობლივ განცხადებაზე, რომლითაც მათ უარი თქვეს “ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე, "რაც წარმოადგენს სამართალდარღვევას, ხოლო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება დაგმობის ნაცვლად მოიწონეს".

“საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, უფასო პოლიტიკური რეკლამა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სათემო მაუწყებელმა ან საერთო ეროვნულმა საეთერო მაუწყებელმა უნდა განათავსოს. გამომდინარე იქიდან, რომ “ბი ემ ჯი“ არცერთ ზემოთ ჩამოთვლილს არ წარმოადგენს, მას ეკრძალება საარჩევნო სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის დროის დათმობა. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა.

5 ოქტომბერს ტელეკომპანიებმა “მთავარმა“, “ტვ-პირველმა“ და “ფორმულამ“ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც უარი განაცხადეს “ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე, რაც წარმოადგენს სამართალდარღვევას. ამასთანავე, ნაცვლად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მომხდარიყო ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედების დაგმობა, არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების “ევროპული ორბიტისა“ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“  ხელმძღვანელებმა, ასევე -  ორგანიზაციამ “მედიის ადვოკატირების კოალიცია“ მოიწონა ტელევიზიების ეს პოზიცია და სრული მხარდაჭერა გამოხატეს საჯაროდ. მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიების ამ გადაწყვეტილებას ერთ-ერთ საფუძვლად საქართველოში ევროკავშირის ელჩის ზემოხსენებული განცხადება დაედო“,- განაცხადა მიქანაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics