04:01 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 11:55:01, 289 ნახვა

პოლიტიკა
მიქანაძე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, ეკა გიგაურს და „აირჩიე ევროპას“ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი მოეხსნათ

24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ორგანიზაცია “აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი, ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები, ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 თავით გათვალისწინებული შეზღუდვები,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, “იმის მიუხედავად, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ კანონიერად და მრავალი მტკიცებულების საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება, პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით, აღნიშნულ პირებსა და ორგანიზაციებს, მაინც მოეხსნათ ხსენებული სტატუსი და მიეცათ არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა“.

“მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ კანონიერად და მრავალი მტკიცებულებების არსებობის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან და წინასაარჩევნო გარემოს არდაზიანების მიზნიდან გამომდინარე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით ანტიკორუფციული ბიუროს მიერ აღნიშნულ ორგანიზაციებს და პირებს მოეხსნათ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტების სტატუსი და მიეცათ არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა.

26 სექტემბერს “ფეისბუქზე“ გავრცელდა “ქართული ოცნების“ ბანერის გაყალბებული სურათი, რომლითაც “ქართული ოცნების“ დევიზი “აირჩიე მშვიდობა“ გაიგივებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან.

სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა გაყალბებული ვიდეო მონტაჟი, რომლითაც თითქოს ქუთაისში განთავსებულ “ქართული ოცნების“ ბანერზე მითითებულია ყალბი დევიზი: “მხოლოდ დანგრეული გელათით, დანგრეული პარლამენტით, აშენებული კორუფციით, ევროპაში“.

3 ოქტომბერს სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ გავრცელდა ვიდეო მონტაჟი, სადაც გორში განთავსებულ “ქართული ოცნების“ ბანერზე გაყალბებულია პარტიის სლოგანი და მითითებულია “მხოლოდ ბოდიშით, მუხლებზე დგომით, დათმობით რუსეთისკენ“,- განაცხადა მიქანაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics