22:56 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 11:39:50, 364 ნახვა

პოლიტიკა
მიქანაძე - აშშ-ის საელჩო „ფეისბუქზე“ ათავსებდა „ქარდებს“, რაც სახელისუფლებლო გუნდის საწინააღმდეგო პოზიციას ასახავდა

1-ელ ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის მისაცემად რეგისტრაცია - როთმა გაასაჯაროვა ორი პირის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცედურაში დაეხმარებიან, რაც ცალსახად წინასაარჩევნო პროცესებში უცხოური ჩარევაა, -  ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

როთმა ასევე მოიყვანა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ განთავსებული “ქარდების“ მაგალითი, რომლებიც კონტექსტიდან გამომდინარე, მიქანაძის შეფასებით, სახელისუფლებლო გუნდის საწინააღმდეგო პოზიციებს გამოხატავდა. ასევე, გაიხსენა ევროკავშირის ელჩის მიერ “ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერების ნეგატიური შეფასება.

“1-ელი ოქტომბრიდან დაწყებული აშშ-ის საელჩო თავის “ფეისბუქზე“ სისტემატურად ათავსებდა “ქარდებს“, რომლის შინაარსიც კონტექსტიდან გამომდინარე პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და სახელისუფლებო გუნდის საწინააღმდეგო პოზიციას ასახავდა.

4 ოქტომბერს საქართველოში, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საჯაროდ განაცხადა, რომ “ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბილბორდებზე ასახული ინფორმაცია არის “სამარცხვინო, შოკისმომგვრელი და ამაზრზენი“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics