04:00 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 11:30:53, 297 ნახვა

პოლიტიკა
მიქანაძე - გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ დარღვევები, რაც არჩევნებში უცხოურ ჩარევასა და ნეგატიურ კამპანიას ეხება

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ 16 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ოპოზიციური პარტიების, რიგი სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციის საქმიანობაში წინასაარჩევნო დარღვევები გამოვლინდა. 

მიქანაძემ  საუბრისას გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეზე, აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ “ქარდებსა“ და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებზე ისაუბრა.

“დღევანდელი ბრიფინგით გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ 16 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ოპოზიციური პარტიებისა და რიგი სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციის საქმიანობაში გამოვლენილი წინასაარჩევნო დარღვევები, რაც არჩევნებში უცხოურ ჩარევას, არადეკლარირებულ საარჩევნო აგიტაციას, ნეგატიურ კამპანიას, საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლასა და საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ეხება.

1-ელი ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის მისაცემად რეგისტრაცია. მან გაასაჯაროვა ორი პირის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცედურაში დაეხმარებიან, რაც ცალსახად წინასაარჩევნო პროცესებში უცხოური ჩარევაა.

1-ელი ოქტომბრიდან დაწყებული აშშ-ის საელჩო თავის Facebook გვერდზე სისტემატურად ათავსებდა “ქარდებს“, რომლის შინაარსიც კონტექსტიდან გამომდინარე პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და სახელისუფლებლო გუნდის საწინააღმდეგო პოზიციას ასახავდა.

4 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საჯაროდ განაცხადა, რომ “ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბილბორდებზე ასახული ინფორმაცია არის “სამარცხვინო, შოკისმომგვრელი და ამაზრზენი“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics