|
2024-10-07 21:16:23, 306 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - შავი ზღვის გადამცემი კაბელი მოგვცემს საშუალებას, რომ ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას
შავი ზღვის გადამცემი კაბელი მოგვცემს საშუალებას, რომ ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ეს ყველაფერი მოგვცემს ასევე ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შავი ზღვის გადამცემი კაბელის საერთო სიგრძე 1 155 კილომეტრია და სამუშაოების დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება. "ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შავი ზღვის გადამცემი კაბელის განვითარებაზე, აქ საქმე ეხება ელექტროენერგიის გადაცემას, ასევე ინტერნეტის გადაცემას. საერთო სიგრძე ამ კაბელის არის 1 155 კილომეტრი და სამუშაოების დასრულება იგეგმება 2030 წლისთვის. ეს კაბელი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ეს ყველაფერი მოგვცემს ასევე ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას. ამ კუთხით არის უმნიშვნელოვანესი ამ პროექტის განხორციელება. ჩვენი პარტნიორები არიან კონკრეტული ქვეყნები: რუმინეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი, მათთან პარტნიორობით განხორციელდება ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)