|
2024-10-07 20:56:55, 328 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - 2012 წელს 30%-ს შეადგენდა უმუშევრობის მაჩვენებელი ქვეყანაში, 4 %-მდე შემცირდება სიღარიბის მაჩვენებელი 2028 წლისთვის
სიღარიბე არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა, არსებული გეგმებიდან და პროგნოზებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ მაქსიმუმ 4 %-მდე შემცირდება სიღარიბე, ანუ მაქსიმუმ 150 000 ადამიანი იქნება სიღარიბის ზღვარს მიღმა 2028 წლისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, 2012 წელს 30 %-ს შეადგენდა უმუშევრობის მაჩვენებელი ქვეყანაში და 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. "სიღარიბე არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა. აქაც დაგვხვდა ძალიან მძიმე მდგომარეობა 2012 წელს, 30 %-ს შეადგენდა უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში. 1 120 000 ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეკონომიკური ზრდის ტემპიდან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა უკვე 2023 წლისთვის ბევრად გაუმჯობესებული მონაცემები, 11.8%-მდე შემცირდა სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში და დღეის მდგომარეობით, 440 000 ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი გაუმჯობესების თვალსაზრისით, მაგრამ როცა 440 000 ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, შეუძლებელია, იყო თვითკმაყოფილი. აქედან გამომდინარე, ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად რჩება სიღარიბის შემდგომი შემცირება. აქაც არსებული გეგმებიდან და პროგნოზებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ მაქსიმუმ 4 %-მდე შემცირდება სიღარიბე, ანუ მაქსიმუმ 150 000 ადამიანი იქნება სიღარიბის მაჩვენებელი 2028 წლისთვის. ანუ, თანდათანობით, მიზანმიმართულად მივდივართ სიღარიბის დაძლევის მიზნის შესრულებისკენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)