05:20 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-07 19:45:48, 338 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - საკონსულოების, საგარეოს და ცესკოს პასუხისმგებლობაა, რომ დიასპორის წარმომადგენლებისთვის არჩევნების დღეს პრობლემა არ შეიქმნას

ახლა არის საკონსულოების, საგარეოს და ცესკოს პასუხისმგებლობა, რომ ისე მოაწყონ უბნები, რათა არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა დიასპორის წარმომადგენლებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, დიასპორის წარმომადგენლებმა ხმის მიცემა შეუფერხებლად უნდა შეძლონ.

"19 დღე რჩება არჩევნებამდე. ეს არის ალბათ ამ ქვეყნისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი. მინდა, პირველ რიგში, ვისაუბრო დიასპორაზე, რომელიც ძალიან გააქტიურდა ბოლო დღეებში. ცესკოს, საგარეოს, საკონსულოების მცდელობის მიუხედავად, რომ ყველანაირი შეფერხება ყოფილიყო, მაინც შეძლო დიასპორამ, რომ აღრიცხვაზე ჩაწერილიყო. ახლა არის საკონსულოების, საგარეოს და ცესკოს პასუხისმგებლობა, რომ ისე მოაწყონ ეს უბნები, რათა არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა.

მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ პასუხისმგებლობა იქნება უშუალოდ მათი, თუ არ გაიხსნა ის დამატებითი ფართი, რაც საჭიროა, რომ შეძლონ ხმის მიცემა იმ დროში, რაც არის განკუთვნილი არჩევნებისთვის, ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება. ახლა იწყება ის პერიოდი, როცა ყველა უნდა მოვემზადოთ, რომ ხმები იყო დაცული. ყველა მოქალაქე არის პასუხისმგებელი თავის ხმაზე, რომ მივიდეს არჩევნებზე",- განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics