|
2024-10-07 14:23:16, 452 ნახვა
პოლიტიკა
ცისკარიშვილი - ქართველი ხალხი იმპიჩმენტს „ოცნების“ რეჟიმს გამოუცხადებს
სულ რაღაც 20 დღეში, 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი იმპიჩმენტს გამოუცხადებს "ოცნების" რეჟიმს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას და მათ გაუშვებს სახლში,- ასე ეხმაურება "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა დაწყების საკითხს. ცისკარიშვილის განცხადებით, აუცილებელია ხალხის არჩევანის დაცვა. "სულ რაღაც 20 დღეში, 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი იმპიჩმენტს გამოუცხადებს "ოცნების" რეჟიმს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას და მათ გაუშვებს სახლში. ამიტომ, აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხის არჩევანი, არ მოვაპარინოთ ეს არჩევნები, არ გავაყალბებინოთ არცერთ უბანზე. ამასთან დაკავშირებით უნდა ვმუშაობდეთ სხვა ოპოზიციონერებთან ერთად და ვართ კიდეც კოორდინაციაში და ეს არის ახლა და შემდეგი ოცი დღის განმავლობაში მთავარი და ყვერლაზე პრიორიტეტული ამოცანა",- ამბობს ცისკარიშვილი. ცნობისთვის, დღეს, 7 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)