|
2024-10-07 14:05:32, 463 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არ ვიცი, ევროინტეგრაციას, ევროპულობას ჩემზე მაგარი მხარდამჭერი თუ ჰყავს
ევროინტეგრაციას, ევროპულობას ჩემზე მაგარი მხარდამჭერი, არ ვიცი, თუ ჰყავს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის უფლება არავის არ აქვს. “არავის აქვს იმის უფლება, რომ ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში და უფრო მეტიც, წინასაარჩევნო კამპანიაში. ვინც უნდა იყოს და რაც უნდა პატივსაცემი ადამიანი იყოს, თუნდაც რომელიმე ქვეყნის ელჩი, ამის უფლება არავის აქვს. ეს არც ევროპაა, არც ევროპელობა. ხალხს თავს ნუ ახვევთ, თითქოს ეს არის სწორი. ეს არის ჩვეულებრივი მონობა და არანაირი კავშირი არ აქვს ევროპასთან. ეს არის ევროპელი ბიუროკრატების მიდგომა და დამოკიდებულება, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს უფლება, ჩვენი დამოუკიდებლობით ვიამაყოთ, არ უნდა ვისაუბროთ სუვერენიტეტზე. ამაზე აქციებიდან პირდაპირ გვესაუბრებოდნენ. 10 წელი ვიცხოვრე ევროპაში და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპელობა და რა არის ძირითადი პრინციპები. ევროინტეგრაციას, ევროპულობას ჩემზე მაგარი მხარდამჭერი, არ ვიცი, თუ ჰყავს. მეც, როგორც ბევრ ქართველს, მინდა ქვეყნის ევროპული მომავალი, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ბატონი ელჩი ამბობს. ეს არის ევროპელი ბიუროკრატების მიერ თავს მოხვეული ვირტუალური სამყარო“,- აღნიშნა კალაძემ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)