|
2024-10-06 16:44:45, 428 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომელშიც მან სამარცხვინო და შემზარავი უწოდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს და ვიდეორგოლებს და მას ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში გარე ჩარევის მცდელობად აფასებს. კახა კალაძის თქმით, ძნელი წარმოსადგენია, რომ რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში საქართველოს ელჩის მსგავს განცხადებას შესაბამისი რეაქცია არ მოჰყოლოდა. "როდესაც ვსაუბრობთ გარე ჩარევაზე, საელჩოების და უცხოელი მაღალჩინოსნების საარჩევნო კამპანიაში ჩარევაზე, ეს კონკრეტული ფაქტი პირდაპირ მიუთითებს ამაზე. ევროკავშირის ელჩი გამოდის, რომელსაც არანაირი იურიდიული და სამართლებრივი დასაბუთება არ აქვს, რომ აღნიშნული საარჩევნო ვიდეორგოლები ეწინააღმდეგება კანონს, ან წარმოადგენს რაიმე პრობლემას. ევროკავშირის ელჩს არ მოსწონს, მისთვის თურმე შემზარავი ყოფილა. რა თქმა უნდა, მძიმეა ეს ის ყველაფერი, რაც უკრაინაში ხდება. ამას მოგვიწოდებდნენ ჩვენ, რომ იგივე გაკეთებულიყო საქართველოში, მეორე ფრონტი გახსნილიყო, სანქციებს მივერთებოდით. გამოდიოდნენ და იძახდნენ პირდაპირ, რომ გვირჩევნია, ბომბები ცვიოდეს ქვეყანაში, ვიდრე ასეთ და ამ ტიპის განცხადებებს ვისმენდეთო, მე რამეს ხომ არ ვიგონებ?! როდესაც მეორე მხარეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც გარედან იმართება, თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ თვითონ აჟღერებენ ამ მესიჯებს, იგივე მეორე ფრონტთან დაკავშირებით?! პირდაპირ დავალებებით კეთდება ეს ყველაფერი",- განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ქვეყანას ომი გამოვლილი აქვს და მისი გამეორება არავის სურს. "ხალხმა უნდა იცოდეს, რა არის ერთ მხარეს და მეორე მხარეს. ერთ მხარეს არის მშვიდობა, სიმშვიდე, ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური გაძლიერება, ოჯახების კეთილდღეობა. მეორე მხარეს არის ომი, ნგრევა, სოფლების განადგურება, გაუბედურება, ტერიტორიების დაკარგვა, გამოვლილი გვაქვს ეს უკვე. 2008 წელს, სამწუხაროდ, საკუთარ თავზე გამოვცადეთ, რამხელა საშინელების მომტანია ომი. არ გვინდა იგივე გავიმეოროთ, შესაბამისად, ეს განცხადებები, რასაც ვისმენთ ელჩის მხრიდან, პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მცდელობაა და აქაც, რა თქმა უნდა, უნდა მოვუწოდოთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები. წარმოიდგინეთ, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში რომ გამოვიდეს საქართველოს ელჩი და გააკეთოს ამ ტიპის განცხადებები. ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე", - განაცხადა კახა კალაძემ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)