06:41 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-06 13:52:42, 341 ნახვა

პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად განიხილეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული რელევანტური საკითხები. ალექსანდრე დარახველიძემ დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა წინასაარჩევნო პერიოდსა და საარჩევნო პროცესებში შინაგან საქმეთა სამინისტროს როლზე, მათ შორის, წინასაარჩევნო კამპანიისა და უშუალოდ არჩევნების დღის მიმდინარეობისას.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მნიშვნელობას და ამ კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ჩართულობასა და უფლებამოსილ უწყებებთან თანამშრომლობას. ალექსანდრე დარახველიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებაზე.

მინისტრის მოადგილემ სადამკვირვებლო მისიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გადამზადება არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობა; არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებზე რეაგირება; საზოგადოების პროაქტიულად ინფორმირება და სხვ.

შეხვედრის ბოლოს, მინისტრის მოადგილემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მოახლოებული არჩევნების მშვიდ, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების იმედი გამოთქვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics