06:41 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-05 17:10:47, 430 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - ევროინტეგრაციის პროცესში ერთადერთ დაბრკოლებას ივანიშვილის „ქართული ოცნება“ წარმოადგენს

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და “ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ერთმანეთს შეხვდნენ.

როგორც ბოკუჩავამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, შეხვედრაზე მან და პრეზიდენტმა ერთმანეთს, ვიზიტებისას მიღებული გზავნილები გააცნეს.

პრეზიდენტი ევროპაში იმყოფებოდა, მეც ვიყავი ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეაზე, შემდეგ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დუბლინში. გავცვალეთ ჩვენი ვიზიტების დროს მიღებული გზავნილები, ევროპელებისგან, რომლებიც ადასტურებენ როგორც პრეზიდენტთან, ისე ჩვენთან, რომ ევროპის კარი არის ღია. დღეს ერთადერთ დაბრკოლებას ევროინტეგრაციის პროცესში ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს საბოტირებს. ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოქალქეების თავისუფალი არჩევანი  საერთო ძალისხმევით დავიცვათ“,- განაცხადა ბოკუჩავამ შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქალ ლიდერებს დღეს, ორბელიანის სასახლეში შეხვდა. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics