|
2024-10-03 16:24:41, 459 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ძნელი სათქმელია, მოსკოვი იძლევა განკარგულებებს, თუ მმართველი პარტია საკუთარი ინიციატივით ცდილობს რუსების სიამოვნებას
ძნელი სათქმელია, ისინი იძლევიან განკარგულებებს, თუ მმართველი პარტია საკუთარი ინიციატივით ცდილობს რუსების სიამოვნებას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა The Kyiv Independent-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე - შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ ახლა თბილისში მოსკოვი გასცემს განკარგულებებს? - ზურაბიშვილმა აღნიშნა: "ძნელი სათქმელია, ისინი იძლევიან განკარგულებებს, თუ მმართველი პარტია საკუთარი ინიციატივით ცდილობს რუსების სიამოვნებას, მაგრამ ამას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა. ეს ისაა, რასაც გარედან ვერ გაიგებ. მთავარი ეს პარალელი, ეს მსგავსებაა, რომელიც ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რა მიმართულებით მიდის მმართველი პარტია და რომელიც დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე დაძლეული იქნება, რადგან ეს ის არაა, რაც ქართველ ხალხს, რომელსაც ორი ოკუპირებული ტერიტორია აქვს, შეიძლება თავისი მომავლისთვის უნდოდეს",- თქვა პრეზიდენტმა. ამასთან შეკითხვას - რას ფიქრობთ ბატონი ივანიშვილის განცხადებაზე, რომ საქართველოა დამნაშავე 2008 წლის ომში და ბოდიში უნდა მოიხადოს? - პრეზიდენტმა აღნიშნა: "ეს ერთი განცხადება არაა, ეს ყველა ბოლოდროინდელი განცხადება და რიტორიკაა, რომელიც ერთი მიმართულებით მიდის. როგორც ვთქვი, რუსეთის სასიამოვნოდ და ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებზე თავდასხმისთვის. ასე რომ, ესაა ზოგადი სურათი, რომელიც საქართველოში ძალიან აწუხებთ და რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ხედავს და დარწმუნებული ვარ, არ იზიარებს",- თქვა ზურაბიშვილმა, როგორც ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)