10:36 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-29 15:14:18, 285 ნახვა

პოლიტიკა
თამარ კორძაია - ჩვენ დღეს სასამართლოს მეშვეობით ვეცდებით ემიგრანტების ხმის დაცვას

„ჩვენ დღეს სასამართლოს მეშვეობით ვეცდებით ემიგრანტების ხმის დაცვას. იმედი მაქვს, რომ სასამართლო მაინც იქნება გაბედული და კონკრეტული მოსამართლეები მაინც აიღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და დაიცავს ჩვენი ემიგრანტების უფლებას, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.“ - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თამარ კორძაიამ

თამარ კორძაიას განცხადებით - „ჩვენ დღეს სასამართლოს მეშვეობით ვეცდებით ემიგრანტების ხმის დაცვას. მე იმედი მაქვს, რომ სასამართლო მაინც იქნება გაბედული და კონკრეტული მოსამართლეები მაინც აიღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და დაიცავს ჩვენი ემიგრანტების უფლებას, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთონ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი. სამწუხაროდ, ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული მოქალაქისთვის ხმის მიცემის პირობები, ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და ჩვენს დასაბუთებულ არგუმენტებზე, მოქალაქეების მიერ წარდგენილ განცხადებებზე ამბობს, რომ ეს მისი საქმე არ არის. თქვენ წარმოიდგინეთ, ცესკო ამბობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების სურვილი, რომ სურთ ხმის მიცემა და ამ განცხადებების განხილვა, რომელიც დაიწერა ჩვენი მოქალაქეების მიერ, 50-ზე მეტ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, თურმე მათი კომპეტენცია არ არის და მისი ფუნქციონირება მაშინ რისთვის არის კანონით განსაზღვრული ამაზე მათ პასუხი არ აქვთ. ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სიების ფარგლებში მოქმედებენ მხოლოდ, მაგრამ ისინი ამ დროს იტყუებიან. ჩვენ ვეცდებით დღეს სასამართლოზე წარვადგინოთ ეს არგუმენტები. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ვართ მართლები კანონის და სამართლის წინაშე, მაგრამ ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.“- განაცხადა თამარ კორძაიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics