10:37 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-29 14:25:07, 295 ნახვა

პოლიტიკა
სერგო ჩიხლაძე: ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გარანტი ევროკავშირია და არა ლავროვი

ლავროვის განცხადება დაცინვაა! ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გარანტი ევროკავშირია და არა ლავროვი“, - განაცხადა „ერთიან-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას აფასებს.

მისი თქმით, სერგეი ლავროვი იყენებს „ქართული ოცნების“ ანტიქართულ განცხადებებს, რომლებიც ხშირად „ათეთრებს“ რუსეთს.

„ეს კიდევ ერთი ხუმრობაა! ურთიერთობების მოწესრიგება, საქართველოს გაერთიანება და კეთილდღეობა დაკავშირებულია ევროკავშირთან. ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრები და ეს პრობლემები მოგვარდება. რაც შეეხება ლავროვს, ეს დაცინვაა! ის იყენებს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ანტიქართულ განცხადებებს, რომლებიც ხშირად „ათეთრებს“ რუსეთს. ეს მათ უხდებათ. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გარანტი ევროკავშირია და არა ლავროვი“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზად არის დაეხმაროს საქართველოს „აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში“, თუკი „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით, მათ შორის, თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველსაყოფად. .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics