|
2024-09-29 14:22:39, 378 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი: ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს მოსკოვის მხარდასაჭერად
პარიზში საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიასა და ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა. მან კვლავ გააკრიტიკა საქართველოს მმართველი პარტია იმის გამო, რომ უკრაინაში ომი საარჩევნო მიზნებისთვის იარაღად აქცია. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მოსკოვის მხარდასაჭერად ომი გამოუცხადა მეგობრებსა და პარტნიორებს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, უკრაინაში დანგრეული შენობების გამოსახულმა ბანერებმა „საქართველოს მთელი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, რაც აჩვენებს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ“. „ქართული ოცნება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გადაიქცა ქართულ კოშმარად. ამრიგად, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ტრადიციას, კულტურას, ქართულ ჰუმანურობას, რაც გვაფიქრებინებს, რომ ევროპასთან გვაქვს საერთო ღირებულებები და სწორედ ამ ღირებულებების წყალობით გვაქვს ევროპული ბედი […] [ბიძინა ივანიშვილმა] პრაქტიკულად ომი გამოუცხადა ჩვენს 30 წლის პარტნიორებსა და მეგობრებს მოსკოვის მხარდასაჭერად. მან დაადანაშაულა ჩვენი პარტნიორები, რომლებიც მონაწილეობდნენ ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, ქართულ ჯარსა და პოლიციაში. მან დაადანაშაულა ჩვენი პარტნიორები, რომლებიც მონაწილეობდნენ ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, ქართულ ჯარსა და პოლიციაში, თითქოსდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილით, თითქოს ევროპა და აშშ იმ დროს ეძებდნენ კრიზისის ახალ თეატრს. ჩვენს რეგიონში ერთადერთი რუსეთი იყო და რჩება ქვეყანად, რომელიც მუდმივად ხსნიდა ახალ ფრონტებს მეზობლების წინააღმდეგ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მათ ეგზისტენციალური უწოდა. მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამარცხდება, მომავალ გაზაფხულზე საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინასა და მოლდოვას შეუერთდება, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, „საქართველო აღარ იქნება“. ზურაბიშვილის თქმით, თუ საქართველო არ გააგრძელებს გზას ევროკავშირისკენ, ეს იქნება დარტყმა სომხეთისთვის, რომელსაც „ხიდი სჭირდება“ და მთელ კავკასიას. „რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ მას აქვს საზღვრები და მათ პატივი უნდა სცენ ამას; <უნდა გაიგოს>, რომ მას ჰყავს მეზობლები, რომლებსაც პატივი უნდა სცენ - ეს არის რუსეთის განვითარების ერთადერთი გზა, გახდეს ნორმალური სახელმწიფო. ევროპა ვერ იცხოვრებს არანორმალური სახელმწიფოს გვერდით. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს არანორმალური მდგომარეობის გვერდით ცხოვრება. ეს მიუღებელია, თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)