|
2024-09-27 14:38:00, 487 ნახვა
ეკონომიკა
ქვრივიშვილი - მშვიდობამ და სტაბილურობამ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარების შესაძლებლობა მისცა
მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა თემატური პანელი სახელწოდებით - “ხიდების აგება ტურიზმის მეშვეობით". დისკუსიაში მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მან მშვიდობის ჩამოყალიბების პროცესში ტურიზმის როლთან დაკავშირებით შეკითხვაზე გასცა პასუხი. “საქართველოში თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცით თავისუფლების და მშვიდობის ფასი - შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ",- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, საქართველოში ბოლო 12 წელიწადში უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილური განვითარება, რაც თავისთავად დიდი მიღწევაა და ამავე დროს, არსებულმა სტაბილურობამ მცირე და საშუალო ბიზნესს მისცა განვითარების, ზრდის, ახალი ინდუსტრიების და სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩამოსული თითოეული სტუმარი თავს ისე გრძნობდეს, როგორც საკუთარ სახლში. “ჩვენ გვესმის, რომ ყველაფერი იწყება მშვიდობითა და სტაბილურობით, დანარჩენი ყველაფერი სწორედ ამას ეფუძნება. თუმცა, რა თქმა უნდა, მოქალაქეები უნდა იყვნენ თავისუფლები. ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას ჰქონდეს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება. ჩვენმა პატივცემულმა სტუმრებმა დაინახეს, თუ როგორ არის სტრუქტურირებული ჩვენი ძირძველი ქალაქი. თქვენ ხედავთ, რომ ქრისტიანული ეკლესიის გვერდზე დგას სინაგოგა და იქვე მეჩეთია. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი სურათი იმისა, თუ როგორ ვითარდებოდა საქართველო წლების განმავლობაში. ჩვენ ვაერთიანებთ სხვადასხვა ეროვნებისა და მრწამსის ადამიანებს, შესაბამისად, საქართველო არის სწორედ ასეთი დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის",- განაცხადა ქვრივიშვილმა. მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა “ტურიზმი და მშვიდობაა". ღონისძიების ფარგლებში იმართება სხვადასხვა სადისკუსიო პანელი, სადაც სპიკერები მსჯელობენ ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციებსა და ტრენდების შესახებ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)