17:34 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-26 12:58:48, 337 ნახვა

მსოფლიო
მედია - ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ლიბანში დაღუპულთა რიცხვი 620-მდე გაიზარდა

ბოლო ერთ დღეში, ლიბანში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად 72 ადამიანი დაიღუპა, 392 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, საერთო ჯამში მსხვერპლის რაოდენობამ 620-ს მიაღწია.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში “ჰეზბოლას“ 75 სამიზნე ობიექტი დაიბომბა.

ლიბანის სამხრეთით და ბექაას ხეობაში დაბომბილი სამიზნეები მოიცავდა იარაღის საცავებს, სარაკეტო გამშვებებს, “ჰეზბოლას“ მიერ გამოყენებულ შენობებსა და სხვა ინფრასტრუქტურას.

როგორც ისრაელის მედია იტყობინება, ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების ფონზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს მოუწოდა, შეამცირონ ლიბანზე თავდასხმები, სადაც ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად საცხოვრებელი, სავარაუდოდ, 500 000-მა ადამიანმა დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics