|
2024-09-25 23:49:47, 425 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში დასახელების გამო, ხვალიდან კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
"ქართული ოცნების" საარჩევნო საარჩევნო სიაში დასახელების გამო, თეა წულუკიანი ხვალიდან კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ თეა წულიკიანმა რეჟისორ გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას თავად განაცხადა. თეა წულუკიანი დღეს კულტურის სფეროს წარმომადგენლებს დაემშვიდობა. "არ მახსენდება, თუ მახსენდება, ერთი ან ორი შემთხვევა, როდესაც საიუბილეო ღონისძიებაზე სცენაზე ავსულვარ და სიტყვით გამოვსულვარ. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს არის ზედმეტი, არაადეკვატური და უადგილო, მაგრამ დღეს, ამ სცენაზე ვარ, რადგან უნდა დაგემშვიდობოთ. ხვალ ბოლო სამუშაო დღე მაქვს. თავიდან, სიურპრიზად, ელდა მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ. მე არ ვიცი, რა უნდა ვაკეთო პარლამენტში და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს. ცოტა „მოხულიგნოს“, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს, ეს ხანდახან პრობლემაა, ვნახავთ", - განაცხადა წულუკიანმა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)