13:31 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-25 15:27:48, 281 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - საზოგადოებას ხელი უნდა მიუწვდებოდეს იმაზე, თუ ვინ აფინანსებს და რაში ხარჯავენ თანხებს არასამთავრობო ორგანიზაციები

კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში შემოსული შავი ფულის გამტარები არიან, რითაც პოლიტიკური პარტიები ფინანსდება,- ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე “ანტიკორუფციული ბიუროს“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც “აირჩიე ევროპას“ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, როგორც “გაცხადებულ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებს“, ფინანსური ანგარიშების წარმოდგენა დაევალათ.

კალაძის თქმით, თუ აღნიშნული ორგანიზაციები მოთხოვნილ ინფორმაციას არ წარმოადგენენ, სახელმწიფო მათ მიმართ კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

“რა რეპრესიებზეა საუბარი, როდესაც გამჭვირვალობას ვითხოვთ. უბრალოდ, ისინი გამტარები არიან ქვეყანაში შემოსული შავი ფულის, რითაც პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებას ხელი უნდა მიუწვდებოდეს ყველა სახის ინფორმაციაზე - საიდან შემოდის თანხები, ვინ აფინანსებს კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და რაში იხარჯება ეს ფული. არ ვიცი, ისინი გამოაქვეყნებენ თუ არა მოთხოვნილ ინფორმაციას. ვინც კანონს დაარღვევს, მათ მიმართ სახელმწიფო უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics