|
2024-09-25 12:56:34, 417 ნახვა
პოლიტიკა
„სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან“ - პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბაიდენთან მიღებაზე კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ტრადიციულ მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ასეთი ქცევა აშშ-ისა და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფაა". მანვე ბაიდენის ადმინისტრაციას სტუმარ-მასპინძლობა დაუწუნა და აღნიშნა, რომ ის "ქართველი ხალხისგან მაინც ესწავლათ". "კი, როგორც მე ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა. არასერიოზულია უკვე. რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ. თავისივე გაგზავნილი მოწვევა ერთ დღეს, მეორე დღეს უკან გაიწვიეს. უბრალოდ, არასერიოზულია საერთო ჯამში ასეთი ქცევა. და უპირველეს ყოვლისა, ეს არის აშშ-ის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა, რაც ჩვენ ახლა ამ ქცევით ვიხილეთ ადმინისტრაციის მხრიდან. მეორე მხრივ, რაც უფრო აუხსნელი და მძიმეა ქმედებები, ეს პირდაპირი ინდიკატორია საქართველოში ოპოზიციის მდგომარეობის. ეს გვაჩვენებს, რომ იმდენად სავალალოა ოპოზიციის მდგომარეობა, ყველანაირ სტანდარტს ქვემოთ ქმედებებსაც კი აღარ ერიდება, მათ შორის აშშ-ის ადმინისტრაცია, რომ რაღაცნაირად უბიძგოს ოპოზიციას, სალაპარაკო თემა მისცეს. ესეც, სამწუხაროდ, ერთ-ერთი გამოვლინებაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის. რაც შეეხება, ზოგადად, ამ საქციელს, ვერანაირად ვერ შევაფასებ. ამდენი წელია, აშშ-ის ადმინისტრაცია სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან, მინიმუმ ეს შეეძლოთ, წაეღოთ ჩვენი ხალხისგან. როგორც ჩანს, ესეც ვერ გავუზიარეთ სათანადოდ",- განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ტრადიციული მიღება მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნებისთვის დღეს, 25 სექტემბერს ნიუ-იორკშია დაგეგმილი. ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიღებაზე მიწვევა გაუუქმეს, თავდაპირველად "ამერიკის ხმამ" გაავრცელა. როგორც მედიასაშუალებამ დაწერა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა. კობახიძის აშშ-ში ვიზიტი 22 სექტემბერს დაიწო და 26 სექტემბრამდე უნდა გაგრძელდეს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ კობახიძე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრებოდა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)