13:38 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-23 14:21:11, 332 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, უფრო გააქტიურდება განცხადებები, რომ „ვაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას“ - ეს ჩვეულებრივი შანტაჟია

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საკმაოდ რთული პროცესია ბიუროკრატიულად და ყველანაირი თვალსაზრისით,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე მედიასთან განაცხადა. 

მისი თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებები კიდევ უფრო გამძაფრდება. 

„რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, კიდევ უფრო გააქტიურდება განცხადებები, რომ „ვაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას, ვიწყებთ პროცესს, ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას". ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, რაზეც ვსაუბრობდი. ზუსტად ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე და არ უარყოფს ზოგიერთი ექსპერტი, პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით მეტად გამძაფრდება ასეთი განცხადებები",- განაცხადა კალაძემ. 

მისივე თქმით, ამ პროცესში არასამთავრობო სექტორიც ისეთივე როლს თამაშობს, როგორსაც პოლიტიკოსები. 

„რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ნუ გამოვყოფთ, რადგან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს. დღეს ზღვარი წაშლილია და არიან ჩვეულებრივი პოლიტიკოსები, აგენტები. ეს არის აგენტურის ქსელი, რომლის შექმნისთვის უცხოეთიდან ასეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა, რათა ქვეყანა ემართათ გარედან. დასჭირდებოდათ და შეცვლიდნენ ხელისუფლებას, სხვას დააყენებდნენ და იტყოდნენ, რომ ეს არის ხალხის არჩეული. დღეს, ხელისუფლების წყარო არის ქართველი ხალხი და იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დკაავშირებით, თუ ვინ უნდა მართოს ქვეყანა, ვინ იქნება ხვალ ხელისუფლებაში და ის, გარედან თავსმოხვეული პროცესები, რაც გვქონდა, მერწმუნეთ, ჩაბარდება წარსულს. 

არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, დარბიან ბრიუსელში, რომ როგორმე ქვეყანა დააზიანონ, როგორმე ქვეყნის ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია დააზიანონ და ამის კონკრეტული მაგალითები არსებობს. არ გახსოვთ, პოლიტიკოსები რომ დარბოდნენ, რომ ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა არ მომხდარიყო, კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს და ა.შ.?! მავნებლები არიან",- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics