15:10 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-23 10:29:04, 327 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - ივანიშვილმა მთავრობა იზოლაციაში მოაქცია - არ უნდა უკვირდეს, რომ თანამდებობის პირები აშშ-ის ადმინისტრაციაში შეხვედრებსაც ვერ ნიშნავენ

ივანიშვილმა საკუთარი მთავრობა თავად მოაქცია საერთაშორისო იზოლაციაში, ახლა არ უნდა უკვირდეს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები შეხვედრებსაც ვერ ნიშნავენ, მათ შორის, აშშ-ის ადმინისტრაციაში,- ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს.

ბოკუჩავას განცხადებით, საერთაშორისო იზოლაცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასრულდება.

"ივანიშვილის ანტიდასავლურმა და ღიად პრორუსულმა პოლიტიკამ გამოიწვია აშშ-ის მხრიდან პირადად მის წინააღმდეგ სანქციების საკითხი. და როდესაც ივანიშვილმა საკუთარი მთავრობა თავად მოაქცია საერთაშორისო იზოლაციაში, ახლა არ უნდა უკვირდეს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები შეხვედრებსაც ვერ ნიშნავენ, მათ შორის, აშშ-ის ადმინისტრაციაში. ამ საერთაშორისო იზოლაციას დავასრულებთ 26 ოქტომბერს და ღრმად ვარ დარწმუნებული, ქართველი ხალხი ევროპულ კეთილდღეობას აირჩევს",- აცხადებს ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22-26 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. 25 სექტემბერს, კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სარჯველაძე - ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პირობები გაამკაცრა
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics