|
2024-09-20 19:51:02, 477 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე გახარიას განცხადებაზე - დასვა წერტილი და შემოგვთავაზა ისეთი ფორმულირება, რომელიც მგონია, რომ სპეცოპერაციას ჰგავს
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას შეთავაზებას მოლაპარაკებების გაგრძელების თაობაზე უარით პასუხობს. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, გახარიამ "დასვა წერტილი და შემოგვთავაზა ისეთი ფორმულირება, ისეთი რამ, რაც არა თუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ მგონია, რომ ეს რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს". "ზუსტად 9 პუნქტი იქნა ჩამოყალიბებული და ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, გუშინწინ ჩვენ ამ პუნქტებზე შევთანხმდით პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე. დროის სიმცირის, ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ დღეს დრო დასაკარგი არ არის...ამ მოცემულობიდან დავეთანხმეთ ჩვენ, აგვეღო ბაზად ნომერი 9 , შევთანხმდით, რომ ყოფილიყო პარიტეტული მმართველობა, თანასწორუფლებიანი წარმომადგენლობა სიაში. პირველი ნომერი დაგვეთმო ცნობილი, არაპარტიული ადამიანისთვის და იყო რამდენიმე სახელი დასახელებული... მან დასვა წერტილი და შემოგვთავაზა ისეთი ფორმულირება, ისეთი რამ, რაც არა თუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ მგონია, რომ ეს რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს. მეტ განმარტებას არ გავაკეთებ. ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც აქამდე ვაშენებდით. აქედან გამომდინარე ჩვენ ამით ყველაფერი ვთქვით - აქ ვართ, დღესაც მზად ვართ ხელი მოვაწეროთ იმ შეთანხმებას, რაც პრეზიდენტთან იქნა შეთანხმებული, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, ხვალ დილიდან ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კამპანიას", - განაცხადა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია კოალიციასთან - "ძლიერი საქართველო" მოლაპარაკებების განახლებისთვის საჭირო სამ პრინციპს ასახელებს.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)