|
2016-02-22 12:04:32, 636 ნახვა
სამართალი
ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაწილი, სადაც მოწმეთა დაკითხვა მოხდება, საზეიმოდ გაიხსნება
ხვალ, 12:00 საათზე, ბულაჩაურის ქუჩაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაწილი, სადაც მოწმეთა დაკითხვა მოხდება, საზეიმოდ გაიხსნება. ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მანვე მოწმეთა დაკითხვის წესის ამოქმედებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალი წესის ასამოქმედებლად სრული მზადყოფნაა. "გავიარეთ ყველა დეტალი, რომელიც მოწმეთა დაკითხვის წესის ამოქმედებას დაუკავშირდებოდა. ასევე გავიარეთ პროკურატურის მიერ შექმნილი რეკომენდაციები. გავიარეთ ყველა ის საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელსაც სჭირდებოდა შეთანხმება რიგ საკითხებზე. ასეთივე შეხვედრა გუშინ გვქონდა წყალტუბოში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობაში. მოსამართლეებმა დაადასტურეს, რომ არის სრული მზადყოფანა უკვე კანონის რეალურად ასამოქმედებლად. ხვალ, 12 საათზე, ბულაჩაურის ქუჩაზე საზეიმო გახსნას ვაკეთებთ იმ სასამართლოსი, რომელიც არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაწილი", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)