|
2024-09-17 14:19:39, 331 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი - ჩვენი ქვეყნის სახელით მოასპარეზე ჩემპიონები „ნაცსექტანტებისთვის" შეტევის, ზიზღისა და სიძულვილის ობიექტები გახდნენ
„ქართული ოცნება" გამარჯვებასთან და წარმატებასთან ასოცირდება, ამის დასტურია საარჩევნო სიის ოცეულში ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და ყველა სხვა დანარჩენი ჩვენი გუნდის წევრი, საკუთარი წარმატების ისტორიებით. თუმცა, ზუსტად ჩვენი ქვეყნის სახელით მოასპარეზე ჩემპიონები გახდნენ "ნაცსექტანტებისთვის" შეტევის, ბოღმის, ზიზღისა და სიძულვილის ფრქვევის ობიექტები. ასეთია უშინაარსო და სხვისთვის ავისმოსურნე ადამიანების რეალური სახე",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა. წილოსანის თქმით, “მანიაკური გადახრების ადამიანებისთვის ქვეყნის სახელით მოასპარეზე ოლიმპიური ნაკრების “გადავლა" დიდი სიამოვნება აღმოჩნდა“. “დაბრუნებით, "ტრიუმფალური გამარჯვებით" გვექადნებიან. ნეტავ, თავად თუ სჯერათ ამ ყველაფრის, როდესაც ცოდვილობით აკოწიწებენ 5%-ზე მეტს. იმდენად ამორალურად მიმდინარეობს მთელი მათი გადაჯგუფების პროცესი, რომ გახარია- "ლელოს" გაერთიანებას ველოდებით სულმოუთქმელად. ქვეყნის სიყვარულში რომ ვერ გვეჯიბრებიან, ეს უკვე დეკლარირებულად აქვთ გაცხადებული, თუმცა, ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაში ერთმანეთს ტოლს რომ არ უდებენ, ეს უკვე ტრაგედიაა",- აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)