|
2024-09-16 10:41:34, 315 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ტრამპის მკვლელობის მცდელობით შოკირებული ვარ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ის და მისი მეუღლე სარა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის და “რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ "მეორეჯერ განხორციელებული მკვლელობის მცდელობით შოკირებული არიან". ამის შესახებ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელ X-ზე წერს. "ჩვენ ვუგზავნით საუკეთესო სურვილებს დონალდსა და მელანიას და იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული, რომ ასეთი სასიკვდილო თავდასხმები აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე აღიკვეთოს", - წერს ნეთანიაჰუ. შეგახსენებთ, ფლორიდაში, საერთაშორისო გოლფის კლუბში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თამაშობდა, სროლა იყო. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებული 58 წლის რაიან უესლი როუთია, რომელიც თვითდასაქმებული მშენებელია ჰავაიდან. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, "ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო" და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)