23:53 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-14 14:48:39, 346 ნახვა

მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ პირველი ვაქცინა დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Bavarian Nordic-ის მიერ წარმოებული "მაიმუნის ყვავილის" ვაქცინა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, პრეპარატი დამტკიცებულია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, როგორც ორდოზიანი ვაქცინა. თუმცა, ჯანმოს განცხადებით, ის ასევე შეიძლება გამოიყენონ ორსულებმა და არასრულწლოვნებმა.

"მაიმუნის ყვავილის" საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია მნიშვნელოვანი ნაბიჯია დაავადებასთან საბრძოლველად, როგორც ამ დროისთვის აფრიკის კონტექსტში, ასევე სამომავლოდაც.

ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად და მრავალი სიცოცხლის გადასარჩენად ახლა ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება შესყიდვებისა და განთავსების გაფართოება, რათა უზრუნველვყოთ, რომ ვაქცინა თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი იქ, სადაც ის ყველაზე მეტად საჭიროა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა ინსტრუმენტებთან ერთად" - თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა.

ჯანმო ასევე რეკომენდაციას უწევს ერთჯერადი დოზის გამოყენებას იმ შემთხვევებში, როდესაც მიწოდება შეზღუდულია, მაგრამ ხაზს უსვამს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონიტორინგის აუცილებლობას.

"მაიმუნის ყვავილის" საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი კომპანია Bavarian Nordic აცხადებს, რომ მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში მათ 50 მილიონზე მეტი ვაქცინა ექნებათ მზად.

"მაიმუნის ყვავილს" წელს აფრიკაში სულ მცირე 643 ადამიანი გარდაიცვალა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics