11:06 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-06 14:23:39, 426 ნახვა

პოლიტიკა
ოდიშარია პრეზიდენტზე - ზედაბალი რეიტინგის პოლიტიკოსი ვერასდროს გამოიწვევს დებატებში ისეთ ავტორიტეტულ მოღვაწეს, როგორიც ივანიშვილია

ზედაბალი რეიტინგის და წონის მქონე პოლიტიკოსი ვერასდროს ვერც გამოიწვევს და არც შედგება ასეთი ტიპის დებატები ძალიან გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსთან და საზოგადო მოღვაწესთან, როგორიც ბიძინა ივანიშვილია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კარიერა "გაუგებარი პოლიტიკური და რელიგიური განცხადებებით დაიწყო".

"სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის, ახალი არ არის. მე მას მოვუწოდებდი, რომ კარგად დააკვირდეს ოლიმპიადას და  მიხვდება, რომ ზედაბალი წონები არასდროს ერკინებიან ზემაღალ წონებს. ეს  ოლიმპიადის თამაშის წესებით აკრძალულია, ანალოგიურად ხდება პოლიტიკაშიც. ზედაბალი რეიტინგის და წონის მქონე პოლიტიკოსი ვერასდროს ვერც გამოიწვევს და არც შედგება ასეთი ტიპის დებატები ძალიან გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსთან და საზოგადო მოღვაწესთან, როგორიც  ბიძინა ივანიშვილია...

რაზე უნდა ესაუბროს სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის გარანტი, რომელსაც აქვს მართლაც უდიდესი ნდობა, როგორც მხარდამჭერებში, ისე ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში, განსხვავებით სალომე ზურაბიშვილისგან, რომელმაც საპრეზიდენტო კარიერა დაიწყო გაუგებარი განცხადებებით რელიგიური მიმართულებით და განცხადებით, რომ  საქართველომ დაიწყო ომი რუსეთთან",- თქვა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. პრეზიდენტმა ამის შესახებ განცხადება გუშინ, 5 აგვისტოს მედიასთან შეხვედრაზე გააკეთა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics