11:07 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-04 14:50:58, 411 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ხაზარაძემ და ჯაფარიძემ დავა წააგეს სახელმწიფოსთან - მცდელობა, რომ მარცხი გადაფარონ, განწირულია წარუმატებლობისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე "ლელოს" ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის "დუმილი არის მცდელობა, რომ გადაწყვეტილება გადაფარონ". 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გადაწყვეტილებას ხაზარაძე და ჯაფარიძე "ვერ გადაფარავენ".

"უსუსური მცდელობაა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება გადაფარონ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ისინი ვერანაირად ვერ გადაფარავენ. მათ შეიტანეს შესაბამისი საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო დონეზე და ეს დავა წააგეს ქართულ სახელმწიფოსთან. ამის მერე ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს მარცხი გადაფარონ არის უსუსური და განწირულია წარუმატებლობისთვის",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics