|
2024-08-03 16:13:38, 475 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა სააკაშვილის სასამართლოზე - უსამართლობა და უკანონობა, გადაწვეტილება ივანიშვილის პარანოიული შიშით არის ნაკარნახევი
გუშინდელი ე.წ. სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც არის სრული სამართლებრივი ნონსენსი, უსამართლობა და უკანონობა, ნაკარნახევია ივანიშვილის პარანოიული შიშით პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, რომელიც არის მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი,- განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მთავარი ოპონენტია და წინა საარჩევნოდ მისი ამ უკანონო პატიმრობაში, ტყვეობაში დატოვება არის ივანიშვილის უპირველესი ამოცანა. “გუშინდელი ე.წ. სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც არის სრული სამართლებრივი ნონსენსი, უსამართლობა და უკანონობა, ნაკარნახევია ივანიშვილის პარანოიული შიშით პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, რომელიც არის მისი მთავარი ოპონენტი და წინა საარჩევნოდ მისი ამ უკანონო პატიმრობაში, ტყვეობაში დატოვება არის მისი უპირველესი ამოცანა. როგორც ჩანს მას ასევე ეშინია იმ საერთაშორისო წნეხის, რომელიც არის პრეზიდენტ ზურაბიშვილზე პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, არ იყოს თეორიული შანსიც კი, რომ ამ რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებზე, მისი მთავარი პოლიტიკური და ოპონენტი და ყველაზე ძლიერი ოპოზიციური მოთამაშე იყოს თავისუფლებაზე“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)