|
2024-08-03 11:07:09, 466 ნახვა
საზოგადოება
ფარულავა - შოვის სტიქიამ სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის არაეფექტიანობა გამოავლინა
შოვის უმძიმესი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა! შოვის სტიქიამ გამოავლინა სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის არაეფექტიანობა, ჩავარდნა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანაშაული. როგორც ყველა მნიშვნელოვანი გამოძიება, შოვის ტრაგედიის გამოძიებაც კვლავ მიმდინარეობს და ჯერაც არ დასრულებულა,- წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში. ფარულავას თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში“ სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. “მინდა გამოვყო სამი ძირითადი მიმართულება: 1. შოვის განაშენიანების გეგმა და კორუფციული ინტერესები; 2. სუს-ის იუბილე და დაგვიანებული რეაგირება; 3. სამოქალაქო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებში გაგზავნილ შეკითხვაზე მიღებული პასუხები. მოკლედ: 2018 წელს, კურორტი შოვის განაშენიანების გეგმის მომზადებისას არსებობდა კალაძე-კობახიძის კლანის კონკრეტული კორუფციული ინტერესები, რის გამოც ბუბას ხეობა, როგორც საფრთხე ამოღებული იყო შეფასების დოკუმენტიდან, რაც არჩევნების შემდეგ, მიუკერძოებელი გამოძიების მთავარი მიმართულება იქნება. ასევე, არსებობს დაუდასტურებელი ცნობა იმის შესახებ, რომ მთავრობამ, 3 აგვისტოს, სუს-ის იუბილე აღნიშნა მცხეთაში, რესტორან მარანიჰოლში, სადაც იმყოფებოდა პრემიერი და ძალოვანი სისტემის ხელმძღვანელი პირები, რაც რეალურად გახდა სტიქიაზე დაგვიანებული რეაგირების მიზეზი“,- წერს ფარულავა სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანი კი, დღემდე დაკარგულად ითვლება.
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)