|
2024-08-01 12:24:14, 542 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე კობახიძეს - ერთი ხელით დაბლოკე 95 მლნ და მეორე ხელი „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ლიდერებს ჩამოართვი
თქვენი და თქვენი მთავრობის მოქმედებიდან გამომდინარე 95 მლნ დოლარი დაიბლოკა საქართველოსთვის და რუსული კანონი სულ უფრო და უფრო ძვირი უჯდება ჩვენს სახელმწიფოს,- ასე მიმართა “ერთიანობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ვაშაძის თქმით, კობახიძის ქმედება “ანტიქართულია" და მან ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს. “ირაკლი კობახიხე, მინდა პირადად მოგმართო. თქვენი და თქვენი მთავრობის მოქმედებიდან გამომდინარე, 95 მლნ დოლარი დაიბლოკა საქართველოსთვის. რუსული კანონი სულ უფრო და უფრო ძვირი უჯდება ჩვენს სახელმწიფოს. ერთი დღის მანძილზე თქვენ ერთი ხელით დაბლოკეთ 95 მლნ დოლარი და მეორე ხელი კი, ჩამოართვით “ჰეზბოლას” და “ჰამასის” ლიდერებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რომლებიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობენ. კიდევ რამდენი უნდა დაუჯდეს საქართველოს რუსული კანონის მიღება? კიდევ რამდენად უნდა გაღარიბდეს ქართველი ხალხი, თქვენი ამ ანტიქართული ქმედების გამო?! 95 მილიონი დოლარით მაგალითად 10%-ით შეიძლებოდა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის გაზრდა. აგრეთვე შეიძლებოდა საპენსიო სესხების ჩამოწერა ყველა პენსიონერისთვის და სხვა“,- აცხადებს ვაშაძე.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)